 |
| პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განმარტება |
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განმარტება
"აი, ვინ არცხვენს რესპუბლიკას. არ მინდოდა ამ სომხური გამონათქვამის გამოყენება, მაგრამ ასეა" – ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წევრებს საბაჟოს გაუმართავი მუშაობის გამო უსაყვედურა. ამ სიტყვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრეს–სამსახურს ახსნა–განმარტებების გამოქვეყნება დაჭირდა.
პრეს–სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის ამ ფრაზას არავითარი კავშირი არ აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში. პრეს–სამსახური წუხს, რომ პრეზიდენტის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. |