რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად


გაზიარება  2010-09-02 15:01:11

* * *

შვილი მამას ეკითხება:

– მამა, რა არის ფილიალი?

– შვილო, ღამის ქოთანი გაქვს?

– მაქვს.

– ჰოდა, შენი ღამის ქოთანი ჩვენი უნიტაზის ფილიალია.

* * *

ექიმთან მიღებაზე.

– ექიმო, იცით, ღამე საშინელ სიზმრებს ვხედავ: ჩემი სიდედრი ქუჩაში ნიანგთან ერთად სეირნობს. საშინელი კბილები აქვს, პირიდან მყრალი სუნი ამოსდის, რაც ყველაზე საშინელია, კანი მწვანე და ხორკლიანი აქვს, თითებზე დიდი ბრჭყალები...

– დიახ, მართლაც საშინელებაა...

– მოიცადეთ, ნიანგის შესახებ ჯერ არაფერი მითქვამს!

* * *

ბიჭი გოგონას ეუბნება:

– გოგონი, ბანქო ხომ არ გვეთამაშა გახდაზე?

– თქვენ ჩემი ნახვა გაინტერესებთ, თუ გინდათ იტრაბახოთ?

* * *

ახალი ქართველის ცოლი ქმარს ეუბნება:

– ძვირფასო, ჩვენი მძღოლი გავაგდოთ. გუშინ კინაღამ მომკლა.

– დაანებე თავი, კარგი ბიჭია, ერთხელაც მივცეთ შანსი, – პასუხობს ქმარი.

* * *

მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:

– მაინც, რამ გიბიძგათ საიუველირო მაღაზიის გაქურდვისკენ?

– ვიტრინაზე ეწერა: "ბატონებო, თქვენს შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ".

* * *

კაცმა ბაღში ხილის მოსაპარად შესული ყმაწვილი დაიჭირა და ეუბნება:

– მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ქურდობა!

– კარგი იქნება, ძია, თორემ უკვე მესამედ ჩავვარდი, – პასუხობს ბიჭი.

* * *

სატელეფონო ზარი:

– ძვირფასო, ქეიფი გაგვიგრძელდა...

– არა უშავს, ძვირფასო!

– რესტორნიდან ახლა გამოვედით, ჩვენთან გვინდა შემოვიაროთ და გავაგრძელოთ...

– შესანიშნავია! ახლავე რაიმეს მოვამზადებ!

– უკაცრავად, მგონი, ნომერი შეცდომით ავკრიფე.

* * *

ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება:

– ჩემი ცოლი თითქმის მთელ დროს სამზარეულოში ატარებს.

– ასე უყვარს დიასახლისობა?

– არა, უბრალოდ ტელეფონი სამზარეულოში გვიდგას.

* * *

ქუჩაში ორი მათხოვარი ზის. ერთს დაფაზე აწერია "რუსი", მეორეს "ებრაელი". "ებრაელს" არავინ არაფერს უგდებს გაწვდილ ქუდში, პირიქით შეურაცხყოფასაც აყენებენ, სამაგიეროდ, "რუსს" ქუდი ფულით აქვს სავსე. ბოლოს ერთმა გამვლელმა შეიცოდა "ებრაელი", ქუდში ფული ჩაუგდო და დაარიგა:

– დაფაზე წარწერა მაინც შეცვალე, ხომ ხედავ, არავინ არაფერს გაძლევს...

"ებრაელი" "რუსს" ეუბნება:

– ჰაიმ, ერთი ამ უტვინოს შეხედე, ესეც რომ ჩვენ გვასწავლის კომერციას!

* * *

ბიჭიკია ჭიჭიკიას ეუბნება:

– გუშინ ჩვენმა მორბენალმა ჯერ 1.500 მეტრი ირბინა და შემდეგ სიგრძეზეც ყველაზე შორს გადახტა.

– აბა, რა იქნებოდა, სიმონ, ასეთი გამორბენის შემდეგ, – პასუხობს ჭიჭიკია.

* * *

სტუდენტი პროფესორს ეუბნება:

– სამჯერ ვერ ჩავაბარე საგანი და რა მელის?

– სამედიცინო კომისია სამხედრო კომისარიატში, – პასუხობს პროფესორი.

* * *

ბაზარში მოხუცი ქალი გაჰყვირის:

– აბა, ტარაკნების, ვირთხების, ჭიანჭველების, ბუზების, თაგვების საწინააღმდეგო წამალი!

– სიდედრისთვის წამალი არ გაქვს? – ეკითხება ჭიჭიკია.

* * *

ცოლი ქმარს ეუბნება:

– შენი ჰოროსკოპი წავიკითხე:

– ჯანმრთელობა – ვარსკვლავები გიღიმიან;

– ფული – ვარსკვლავები გიღიმიან;

– სექსი – ვარსკვლავები სიცილით კვდებიან...

ცნობილი ადამიანები
კოკა ყანდიაშვილი
ტონი კერტისი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ