რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
ჯვრის მონასტერში შესაღწევად ტყუილის თქმა დასჭირდა
"ბექასთან გაბუტვა არ გამომდის".
"ბექასთან გაბუტვა არ გამომდის".
"ზუსტად ვიცი, ავიაკატასტროფაში არ დავიღუპები!"
ტუსია კაფეში გეპატიჟებათ
ტერმინ "ოკუპაციით" ტკბობა დეოკუპაციას ვერ მოგვიტანს
"ოქროს ზოდიც რომ დამეცეს თავზე…"
ეკა მიშველაძე ოქროზე გიჟდება
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
"საკურორტო ფლირტი მომწონს"

ნინო ვარდოსანიძე: "საკურორტო ფლირტი მომწონს, მაგრამ არა – სერიოზულად"


გაზიარება  2010-08-27 15:27:05

ტელეკომპანია "იმედის" საინფორაციო გამოშვების ერთ–ერთი სახე, მომხიბვლელი ნინო ვარდოსანიძე, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ეკრანზე აღარ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვებულებაში გავიდა და ხმელთაშუა ზღვას მიაშურა. სანამ ნინო ქალაქიდან გავიდოდა, "სარკემ" მოასწრო მასთან დასვენების გეგმებზე საუბარი.

– ნინო, როგორია თქვენი საზაფხულო გეგმები?

– აგვისტოს მეორე ნახევრიდან გავედი შვებულებაში. კურორტს მეგობრებთან ერთად ახლა ვარჩევ. დავისვენებ საქართველოს ფარგლებგარეთ და რამდენიმე დღეს ბათუმშიც გავატარებ. მიყვარს იქაურობა. წელს უკვე სამჯერ ვესტუმრე ამ ქალაქს, ვიყავი ჯაზ–ფესტივალის დროსაც.

– ნამზეური გეტყობათ.

– კი, მიყვარს გარუჯვა, ოღონდ ზომიერად, თან სახეს ვუფრთხილდები, არ უნდა დავიწვა, ვიზაჟისტებს ბევრი საქმე არ უნდა მივცე, ამიტომ დღის 12 საათამდე ვჩერდები ზღვაზე და საღამოს 5 საათზე ვუბრუნდები. გარუჯვის შემდეგ ვიყენებ დამატენიანებელს, კანი რომ არ გამომიშრეს.



– ალბათ უკვე გაქვთ საკურორტო განწყობა.

– მიყვარს სამზადისი, ჩალაგების პროცესი. წავალ ხმელთაშუა ზღვაზე, ზუსტად ვერ დავკონკრეტდები – სად. მეგობრებთან ერთად გავატარებ ზაფხულს. წელს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ჩემს უახლოეს მეგობარს სცალია იმ დროს, როდესაც მე ვიღებ შვებულებას და მიხარია, მასთან ერთად რომ მივდივარ. მოდის ჩემი და, ჩემი დის მეგობრები, ნათესავები. ბევრნი მივდივართ. იმდენი ვიქნებით, რომ, მგონი, კარგად გავერთობით.

– კოლეგებთან ერთად არ ისვენებთ?

– წელს – არა. თანამშრომლებთან ერთად ხშირად ვყოფილვარ დასასვენებლად. ლიკა ბერაია ("იმედის" ჟურნალისტი. – ავტ.) და მე ბათუმში ამ წელსაც ერთად ვიყავით. ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია.

– როგორი გართობა გიყვართ ზღვაზე?

– არ მიყვარს პასიურად ყოფნა. როდესაც აქტიურად ვისვენებ, მაშინ უფრო გამომდის დასვენება. აქტიურ დასვენებაში არ იგულისხმება ყოველღამე 5 საათზე დაძინება. ვერთობით, ღამის კლუბებშიც დავდივართ და შეიძლება წიგნიც წავიკითხოთ. უცხოეთში საერთოდ სხვანაირი გართობაა. რამდენიმე წლის წინ ესპანეთში ვიყავი. საზღვარგარეთ უმაღლესი დონის კომფორტია.

– საკუთარი დანაზოგით მიდიხართ თუ ოჯახი გეხმარებათ?

– ოჯახიც მასპონსორებს, რადგან მარტო საკუთარი დანაზოგი არ მყოფნის. მხარჯველი ვარ, კურორტზე წაღებული თანხა უკან რომ წამოვიღო, ეს გამორიცხულია. თბილისში გზის ფულით ვბრუნდები. ვთქვათ, ფული თუ არ დამჭირდა, რაღაცას ვიყიდი და ისე წამოვალ, ბოლო–ბოლო, ხელვაჩაურში ვიყიდი რამეს.

– ზღვაზე წასვლის წინ ყველა აახლებს გარდერობს. თქვენ რა შეიძინეთ?

– ერთი–ორი წვრილმანი მჭირდება, დანარჩენი მაქვს ყველაფერი – საცურაო კოსტიუმი, სათვალე, ზღვის ჩანთაც. ჩემს მკერავთან, ქალბატონ მარინასთან ვიკერავ ძალიან ორიგინალურ საზაფხულო კაბას, რომელსაც კურორტზე ჩავიცვამ.

ჩალაგება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. წინა დღეს კი არ ვალაგებ, ისეთი მოწესრიგებული ვარ, სამი დღით ადრე ვიწყებ ჩალაგებას. მიყვარს მოგზაურობა და წინა სამზადისი პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თვითმფრინავით წავალ, ფრენის არ მეშინია, პირიქით, მიყვარს.

– როცა გასათხოვარი, მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი, თან ცნობადი სახე, კურორტზე გამოჩნდება, ალბათ ბევრი მამაკაცი აქტიურდება, რომ დაგიახლოვდეთ. მოგწონთ საკურორტო ფლირტი?

– მომწონს ფლირტი, საკურორტო რომანები, ამით ვერთობი, მაგრამ ეს გრძელვადიანი არ არის და რაღაც დონემდე არ მიმყავს. ეს უბრალოდ არის მსუბუქი ურთიერთობა კურორტზე, რომელიც სერიოზულ ფაზაში არ გადადის. დისკომფორტი იმის გამო, რომ ცნობადი სახე ვარ, არ მექმნება. უბრალოდ შემიმჩნევია მზერა, მით უმეტეს მაშინ, როცა "იმედის" რამდენიმე თანამშრომელი ერთად ვისვენებთ. ამბობენ, აუ, მთელი "იმედი" აქ არისო. თუ ვინმე დაგვეკონტაქტება, აშკარად იგრძნობა კეთილგანწყობა.

– ექსტრემალური გართობა თუ გიყვართ?

– არც საქართველოში და არც მის ფარგლებგარეთ ექსტრემალური სპორტი არ მიზიდავს. მეშინია ტრავმის. აღარ გავიხსენებ იმ ავტოავარიას, ამაზე უკვე ბევრჯერ და ბევრგან ვისაუბრე. გეტყვით, რომ იმ ავარიის შემდეგ შიში დამჩემდა.

– ცურვა იცით?

– ცურვა ვიცი, თუმცა ძალიან კარგად – არა. ვცდილობ, დრო კურორტზე სასიამოვნოდ გავატარო. თუ შუადღისას ძალიან ცხელა, წიგნს გადავიკითხავ, თუმცა შეიძლება წავიღო წიგნები და იქიდან ისე დავბრუნდე, რომ არც გადავშალო. ორი კვირა მაქვს შვებულება.

– მოდად იქცა, ჯერ საზღვარგარეთის კურორტზე დასვენება, მერე რამდენიმე დღით ბათუმში გავლა. თქვენც ასე მოიქცევით?

– კი, ასეა. მიყვარს აჭარა. წლებია კვარიათში ვისვენებ, ბათუმში საღამოობით ჩავდივარ. მიყვარს იქაურობა, თან ახლა ძალიან გალამაზებულია ბათუმი. დავდივართ დისკოთეკებზე, ვცეკვავ კიდეც, ვსვამ ალკოჰოლს ზომიერად. ეს ყველაფერი დასვენების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია.

– განსხვავებული ზაფხული ხომ არ გახსენდებათ?

– ძალიან კარგად დამამახსოვრდა ესპანეთი. საოცარი რაღაცეებია ამ ქვეყანაში. ვიყავით მადრიდში, ბარსელონაში. ამ ყველაფერს დაღლაც ახლდა, რადგან ძალიან ბევრი რამ დავათვალიერეთ. შარშანდელი ზაფხულიც ძალიან კარგი იყო – რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ვისვენებდი. წელს, მგონია, უკეთესი ზაფხული მექნება, რადგან ახლობლები მივდივართ.

ორი კვირის შემდეგ რომ დავუბრუნდები სამუშაოს, ალბათ ლაშა ხარაზიშვილი მუშაობისგან მკვდარი იქნება – მან ჩემ მაგივრად უნდა იმუშაოს. ტელევიზიაში სექტემბრიდან იქნება სიახლეები, ახალი სტუდია, ახალი პროექტები. ყველა ნორმალურ ტელევიზიაში ახალ სეზონზე სიახლეებია.

– თქვენს პირად ცხოვრებაში თუ იქნება სიახლეები?

– არაფერი მაქვს დაგეგმილი.

– ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!

– ასევე თქვენც!

ლანა კიკნაძე

ცნობილი ადამიანები
ვანო მერაბიშვილი
კატი ბარბერი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ