 |
| გელა ბაბლუანის "ცამეტის" ჰოლივუდური ვერსია |
გელა ბაბლუანის "ცამეტის" ჰოლივუდური ვერსია
2005 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა გელა ბაბლუანის ფილმი "13". ფილმი უამრავი პრიზის მფლობელი გახდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. ვენეციისა და სანდენსის კინოფესტივალებზე "13–ს" დიდი წარმატება ხვდა წილად.
ფილმის გადაღებიდან 5 წლის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "13–ის" სცენარით ამერიკული კინოკომპანია დაინტერესდა და მისი ჰოლივუდური ვერსიის გადაღებას გეგმავს გელა ბაბლუანის რეჟისორობით. მთავარ როლებს ისეთი ცნობილი სახეები შეასრულებენ, როგორიცაა მიკი რურკი, ჯეისონ სტეტემი, მაიკლ შენონი, რეპერი 50 ცენტი და ა.შ.
ჰოლივუდური "ცამეტის" ტრეილერი უკვე დევს ინტერნეტში. როგორც ამბობენ, პრემიერა ოქტომბერშია დაგეგმილი. |