ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ლამაზმანმა შერილ კოულმა მეუღლესთან განქორწინება
გადაწყვიტა. ფეხბურთელ ეშლი კოულთან ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ ქალმა მეუღლის გაუფრთხილებლად შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ. მიზეზი გახდა კოულის არაერთი ღალატი.
პარასკევს, 3 აგვისტოს, სასამართლომ დააკმაყოფილა შერილ კოულის მოთხოვნა. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში მხოლოდ რამოდენიმე კვირაში, იმ შემთხვევაში, თუ წყვილი არ შეცვლის თავის აზრს და არ შერიგდება. აღსანიშნავია, რომ განქორწინების განცხადების შეტანის შემდეგ შერილ მეუღლეს არ ელაპარაკება.
შერილ კოულის ადვოკატის განცხადებით, ქალს არ გამოუთქვამს პრეტენზია ქმრის საკუთრებასა და ფულზე. ერთადერთი, რაც მან მოითხოვა მისგან – ესაა ორი ჩიხუახუას ჯიშის ძაღლის დაბრუნება.
წყარო: www.lenta.ru