 |
| Cseries–ის მორიგი წარმომადგენელი
|
Cseries–ის მორიგი წარმომადგენელი ნოკიასგან
ფინურმა კომპანია ნოკიამ განაცხადა, რომ N8 პირველი და ბოლო ტელეფონი იქნება პლატფორმით Symbian^3 ენ სერიაში. ეს პლატფორმა სხვა სერიაში გადავა, კერძოდ – ბიუჯეტურ ცე სერიაში.
Cseries–ში პირველი სმარტფონი სიმბიანის ახალ ვერსიაზე იქნება ცე7, რომელიც უკვე იმყოფებოდა კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიაში.
მართალია, ნოკია ცე7–ის ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ უკვე იმდენი ინფორმაციაა მასზე ინტერნეტსივრცეში, რომ, სავარაუდოდ, ნოკია სულ მალე განაცხადებს თავისი მორიგი, საკმაოდ მიმზიდველი აპარატის შესახებ.
გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, აპარატის სრული ტექნიკური მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუმცა ერთი სადაო საკითხია კია: ერთნი აცხადებენ, რომ ნოკია ცე7–ს დისფლეი მულტითაჩის მხარდაჭერით ექნება, ხოლო მეორენი მისი ეკრანის ტექნოლოგიას რეზისტიულად ასაღებენ. ჩვენ კი, ამ საკითხის საბოლოო გარკვევა ოფიციალურ ანონსამდე გადავდოთ, მანამდე კი, რაც უკვე გარკვეულია, იმ ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ მოგახსენებთ:
სტანდარტები: GSM/GPRS/EDGE 850/900/ 1800/1900, HSDPA 1900/2100 Mhz.
ოპეაციული სისტემა: Symbian^3 OS.
დისფლეი: 3,5 დუიმი, 360–640 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით.
მეხსიერება: 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD.
კამერა: 8.0 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ორმაგი ლედ განათებით. კარლ ცეისის ოპტიკა. ვიდეოგადაღება მაღალხარისხიანი 720პ ფორმატში. მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის.
მონაცემთა გადაცემა: GPRS Class 32, EDGE Class 32, HSDPA 3,6 Mbps, WAP 2.0 (xHTML, HTML, RSS feeds), Bluetooth 2.0 (A2DP), microUSB 2.0, 3,5 mm AudioJack. ვაი–ფაისა და ჯი–პი–ეს ნავიგაციის შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
მულტიმედია: აუდიო და ვიდეოფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WMA/WAV/eAAC+, MP4/H.263/H.264/WMV.
ზარების ტიპი: MP3, WAV მელოდიები, ვიბროზარი.
სხვა: მიახლოების სენსორი (აპარატის ყურთან მიტანისას სენსორული დისფლეის ავტომატურად გათიშვისთვის), აქსელერომეტრი (ეკნარის ავტომატურად ამოტრიალებისთვის), საოფისე დოკუმენტების დათვალიერების და რედაქტირების (გარეშე პროგრამული უზრუნველყოფის ჩაწერის შემთხვევაში) საშუალება, Flash Lite v3.1.
აკუმულატორი: Li-Ion 1200 mAh (BL-5K).
|