რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
"ვცდილობ, ჩემ გარშემო ჭორი და ინტრიგა არ იყოს"
სლობოდან მილოშევიჩის ეშმაკური ნაბიჯი
მეორე შვილიც ლურჯთვალა გაუჩნდა
გიორგი უშიკიშვილი ცოლს ირთავს!
რუსკა მაყაშვილის საზღვაო რომანი 7 წელია გრძელდება
შორენა ბეგაშვილს ბავშვების გაჩენა სურს
"ჩვენი ქმრების მძიმე რეჟიმს ნაზი ქალები ვერ გაუძლებენ"
მადონას მარგალიტები
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
გიორგი შერმადინს ცოლი ტრიბუნიდან ვეფხვს ეძახის
გიორგი შერმადინს ცოლი ტრიბუნიდან ვეფხვს ეძახის

გიორგი შერმადინს ცოლი ტრიბუნიდან ვეფხვს ეძახის


გაზიარება  2010-09-03 17:27:23

საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი ყველაზე ტანმაღალ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს (მისი სიმაღლეა 216 სმ), ემოციების გამოხატვა უჭირს. ეს ერთადერთი ნაკლია აქვს მას ცოლის, ანი ამაშუკელის თვალში, რომელიც ქმარს სიმაღლეში მხოლოდ 31 სანტიმეტრით ჩამორჩება.

მათი ოჯახი ჯერ ერთ წელსაც არ ითვლის. ჯვარი გასული წლის დეკემბერში დაიწერეს, ხელი კი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. ახალდაქორწინებულები ძირითადად ათენში ცხოვრობენ, რადგან გიორგი კონტრაქტით იქ თამაშობს. საბერძნეთში ცხოვრებას ანიმ აღლო ადვილად აუღო. როცა ქმარი ვარჯიშზეა, მისი ცოლი მარტოობას შოპინგით ებრძვის.

"სარკე" ანი ამაშუკელს 29 აგვისტოს ჩატარებული საქართველო–ბულგარეთის მატჩის შემდეგ შეხვდა. მთელი თამაშის განმავლობაში კალათბურთელის ცოლი, რომელიც სპორტის სასახლეში ქმრის საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად გამოპრანჭული მოვიდა, ემოციებში იყო, ყვიროდა, ქმარს შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა: "მიდი, ჩემო ვეფხვო, ჩემო ალეხანდრო!". "სარკე" მას თამაშის დასრულების შემდეგ ესაუბრა.

– ანი, გილოცავთ თქვენი ქმრისა და მისი გუნდის გამარჯვებას. მატჩის დამთავრების შემდეგ რა შეგრძნება გაქვთ?

– სავსე ვარ დადებითი ემოციებით. განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება მაშინ, რომ ჩვენს მოედანზე ვიმარჯვებთ. ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ. სულაც არ მერიდება, რომ ჩემი ემოციები და ნერვიულობა ხმამაღლა გამოვხატო. ბიჭებს ყოველთვის ვამხნევებ, სულ ყვირილში ვარ. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.

– "ვეფხვი" – გასაგებია, მაგრამ "ალეხანდროს" რატომ ეძახით ქმარს ტრიბუნიდან?

– ვეფხვს გიორგის კარგა ხანია ეძახიან, ალეხანდრო კი ბოლო დროს პოპულარული სიმღერის გამო შეარქვეს საბერძნეთში თანაგუნდელებმა. მეც სიამოვნებით ავიტაცე გიორგის მეტსახელები. ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ვეფხვი ალეხანდროა!

– კალაბთურთის მატჩებზე ყოველთვის ასე საგანგებოდ გამოწყობილი დადიხართ?

– გამოპრანჭული ყოველთვის არ დავდივარ. კალათბურთის ფედერაციამ შეგვიკერა კალათბურთელების ცოლებს მაისურები და ხშირად ის მაცვია. ახლა თამაშის ბოლო ეტაპი იყო, ერთგვარი კულმინაცია და მეც სადღესასწაულოდ გამოვეწყვე.

– ყოველთვის ასეთი ემოციური იყავით თუ კალათბურთელის ცოლობამ იმოქმედა?

– ზოგადად ცხოვრებაში – ნაკლებად, მაგრამ სპორტში ძალიან ემოციური ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სპორტულ სანახაობაზე ასე ვინერვიულებდი, მაგრამ როცა მოედანზე შენი მეუღლე და მისი მეგობრები არიან, ბუნებრივია, ნერვიულობა და ემოციები ძალიან დიდია.

– მაღალ გოგონებს ყოველთვის კალათბურთელების ცოლობას უწინასწარმეტყველებენ. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

– კი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, შენი სიმაღლის პატრონს, მხოლოდ კალათბურთელი თუ შეგიყვარებსო, თუმცა პირადად მე არ მქონია განსაკუთრებული მოლოდინი, რომ მაინცდამაინც კალათბურთელის ცოლი ვყოფილიყავი.

– როცა გიორგი გაიცანით, რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ, სულ პირველად რითი მოიხიბლეთ?

– ჩვენი პირველი შეხვედრა 3 წლის წინ მოხდა. პირველი, რაც შევამჩნიე და რითაც მოვიხიბლე, ის იყო, რომ გიორგის არ ჰქონდა თავში ავარდნილი. ძალიან მოკრძალებული ადამიანი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძვირფასია. კატეგორიულად არ მომწონს უზრდელი ადამიანები. ძალიან მესიამოვნა, რომ გიორგი, რომელსაც უკვე ბევრი რამისათვის ჰქონდა მიღწეული, აბსოლუტურად თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო.

– ის 3 წელი – შეყვარებულობის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– დიდებულად! გიორგი სულ საზღვარგარეთ იყო, ერთმანეთის ნახვის სერიოზული დეფიციტი გვქონდა. პრინციპში, ამ განშორების მომენტებმა უფრო დამარწმუნა ჩვენს სიყვარულში. ყოველი მისი გაცილება აეროპორტში ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ჯვარი საოცრად ექსტრაორდინარულ პირობებში დავიწერეთ. შარშან, დეკემბერში, საშობაოდ გიორგი ორი დღით იყო ჩამოსული თბილისში, ჩვენთან მარხვა იყო. მივხვდი, რომ მის გარეშე აღარ მინდოდა ყოფნა, მაგრამ ჯვრისწერის გარეშეც არ მინდოდა საბერძნეთში წასვლა. მეუფე თეოდორესგან კურთხევა მივიღეთ, რომ მარხვაში ჯვარი დაგვეწერა. ჯვრისწერას მარტო ჩვენი მეჯვარეები ესწრებოდნენ, ოჯახის წევრებიც კი არ ყოფილან. ხელი კი რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთის მატჩის წინ მოვაწერეთ. საბერძნეთში ცხოვრებისათვის ეს დოკუმენტაცია გვჭირდებოდა და ხელისმოწერაც ძალიან სწრაფად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მოვახერხეთ. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ქორწილზე, მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა, შეიძლება მომავალ წელს ეს სურვილიც ავისრულოთ. ყველაფერი ღმერთის ნება იქნება.

– როგორი მეუღლეა გიორგი, კარგად უგებთ ერთმანეთს?

– ერთი ცუდი თვისება მაქვს – ვარ ძალიან წუწუნა. მიყვარს მრავალფეროვნება და სულ მინდა, რომ სადმე წავიდე, რაღაც ვიყიდო. ვერ ავიტანდი ჩემ გვერდით მეუღლეს, რომელიც რაიმეს ამიკრძალავდა. გიორგიმ ისე კარგად შემისწავლა, რომ ხანდახან თქმაც არ მჭირდება იმისათვის, ის გამიკეთოს, რაც მჭირდება. ყოველთვის ხვდება, როცა ჩანთის ყიდვა მინდა ხოლმე. ჩანთა და ფეხსაცმელი ჩემი სისუსტეა.

– საბერძნეთში ცხოვრებისას ახალგაზრდა წყვილს რაიმე სირთულე შეგხვდათ?

– სირთულე ძალიან ბევრი იყო. ძნელია იცხოვრო უცხო ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობ – შენს მეუღლეს და ისიც მთელი დღე ვარჯიშებზეა. ასეთ პირობებში საქართველოში ცხოვრებაც რთულია, მით უმეტეს – საბერძნეთში. იმდენად შეჩვეული ვიყავი ჩემს თბილისურ ურთიერთობებს, რომ მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ გიორგიმ ყველანაირი კომფორტი შემიქმნა, რომ თავი კარგად მეგრძნო. ვცდილობ ჩემი, როგორც ცოლის, ფუნქციები კარგად შევასრულო, თუმცა ხანდახან, როცა თუნდაც საჭმლის გაკეთება მეზარება, გიორგი ამ მხრივაც მიგებს. მისი ასეთი დამოკიდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მას სათანადოდ არ მოვუარო.

– ალბათ, მეორე მხრივ, კარგია, როცა უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად იწყებ ახალ ცხოვრებას.

– ვთვლი, რომ ყველა წყვილისთვის ძალიან კარგია, როცა ცხოვრებას ცალკე, მარტო იწყებენ. ასეთ გარემოში ყოველგვარი კომპლექსების გარეშე შეიცნობენ ერთმანეთს.

– როგორია თქვენი ცხოვრების სტილი ათენში?

– პირველ რიგში, ძალიან კარგი სამეზობლო გვყავს. ერთი მეზობელი გვყავს რენა, რომელმაც ინგლისური არ იცის, მე კი – ბერძნული, მაგრამ ერთმანეთს ჟესტებით ისე კარგად ვაგებინებთ, რომ ჩვენზე კარგი მეზობლები არ არსებობს. გამორიცხულია, მან რაიმე გემრიელი გააკეთოს და ჩვენ არ მოგვაწოდოს. ბერძნული ცხოვრების სტილს ადვილად შევეგუე, ალბათ იმიტომ, რომ მართლმადიდებლური სამყაროა. გიორგის ძალიან კარგი ბერძენი და ქართველი მეგობრები ჰყავს. კვირაში სამჯერ ვიკრიბებით ყველანი და დროს კარგად ვატარებთ. საბერძნეთში არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვთ, ისეთი ტკბილეული აქვთ, რომ ჩასვლისთანავე დამეტყო.

– რით დაკავდით საბერძნეთში ცხოვრებისას, რაიმე საქმე ან ჰობი ხომ არ გამონახეთ?

– ჩემთვის მარად სასურველი ჰობია საყიდლებზე სიარული. ჩვენს უბანში, კიფისიაზე, მაღაზია კი არა, პატარა სავაჭრო ობიექტიც არ დარჩენილა, რომ მე არ მიცნობდნენ. შესწავლილი მაქვს ყველა მაღაზია, სად რა ბრენდი იყიდება, სად რა ფასებია. დიდ სავაჭრო ცენტრებში ხომ საერთოდ განცხრომაში ვარ. ჩემი დღის რეჟიმი ძალიან მარტივია, ვდგები დილით იმისათვის, რომ გიორგის საუზმე მოვუმზადო და ვარჯიშზე გავაცილო, შემდეგ მივდივარ საყიდლებზე. ვცდილობ, ყოველდღე ახალი კერძი მოვუმზადო. იმის გამო, რომ კარგი კულინარი არ ვარ, დიდი დრო მჭირდება, საჭმლის გასაკეთებლად. საღამოს გიორგი თუ ძალიან დაღლილი არ არის, გავდივართ სასეირნოდ ან სავახშმოდ. ორივეს გვიყვარს ღამე ქუჩაში სეირნობა.

– როგორია თქვენი გართობა?

– გიორგი სპორტულ ცხოვრებას მისდევს თავიდან ბოლომდე – არ ეწევა, არ სვამს და შესაბამისად მეც ასე ვარ. კლუბებში თავს მხოლოდ ცეკვით ვირთობთ.

– არ აპირებთ, საბერძნეთში რაიმე საქმით დაკავდეთ?

– სანამ ბერძნულ ენას არ შევისწავლი, მანამდე იქ რაიმე სამსახურის ძებნაზე საუბარი ზედმეტია. პროფესიით ექიმი ვარ და სანამ გავთხოვდებოდი, ვაპირებდი კიდეც სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, მაგრამ გიორგის გამოჩენის შემდეგ ჩემი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. სწავლის გაგრძელებაზე ფიქრს თავს მაინც არ ვანებებ. ვნახოთ, თუ ჩემი ქმარი შემიწყობს ხელს, ყველაფერს მოვახერხებ.

– გიორგის ხათრით და მისი გულისთვის რისი სწავლა მოგიწიათ?

– პირველ რიგში, საჭმელების კეთება. ჩიხირთმასა და ბულიონებში დავოსტატდი. ერთხელ ჩიხირთმა ამიმჟავდა, მეორე დღეს რომ შევთავაზე, მითხრა, შემთხვევით ამაში ტყემალი ხომ არ უქენიო. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. რაც გიორგის ცოლი ვარ, ყველაზე უკეთ საჭმელების კეთებაში დავოსტატდი.

სულ კუდში დავდევ ჩემს ქმარს, განსაკუთრებით ჭამასთან დაკავშირებით. ვცდილობ ვაკონტროლო, რომ კარგად იკვებოს, რადგან ბევრ ენერგიას ხარჯავს. თანაც ძალიან ცუდი მჭამელია, სულ კოვზით დავდევ. თბილისიდან ორი თავი სულგუნი ჩავიტანე და საერთოდ არ შეჭამა, არადა ამის გამო მთელ ჩემოდანს მეგრული სამზარეულოს სურნელი ასდიოდა. ვფიქრობ, გიორგის ჩემი ხელი კარგად დაეტყო, ცოტა მოიმატა, შეივსო. მალე ვეფხვი ალეხანდრო კი არა, ტარზანი ალეხანდრო გახდება!

– გიორგისგან ყველაზე რომანტიკული რა გახსოვთ?

– ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არ ვარ ძალიან რომანტიკული. თვითონ კი ძალიან მანებივრებს. არ არსებობს, სადმე წავიდეს და იქიდან ჩემთვის რამე არ ჩამოიტანოს. სვაროვსკის ფირმამ გიორგის სპეციალური შეთავაზებაც უნდა გაუკეთოს, რადგან ყველა ქვეყანაში ჩემთვის სვაროვსკის სამკაულებს ყიდულობს.

– კალათბურთელის ცოლისთვის ალბათ რთული საქმეა, ქმრის ზომა ტანსაცმლის შოვნა.

– ყოველთვის, მაღაზიაში რომ შევდივარ, გამყიდველთან საუბარს ვიწყებ სიტყვებით: "რა გაქვთ სამი იქს ელი?". მისი ზომის ტანსაცმლის შოვნა ნამდვილად ძნელია, მაგრამ ტანსაცმელს არ ვაკლებ. ძალიან მიყვარს, როდესაც ბიჭს აცვია ძალიან კარგი შარვალი და ყველაზე დიდი რაოდენობით გიორგისთვის შარვლებს ვყიდულობ. თვითონ კი კედების ფანია და ალბათ 50–ზე მეტი აქვს.

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი ხართ, როგორც ვხედავ, ქუსლებზე შედგომა არ გიჭირთ. თან ქმრის სიმაღლეც ხელს გიწყობთ.

– სიმაღლით 185 სმ ვარ და არასოდეს მქონია ამის კომპლექსი, მაღალ ქუსლებზე ყოველთვის დავდიოდი. გიორგის სიმაღლემ ჩემი ფეხსაცმელების ქუსლი ალბათ კიდევ 2 სმ–ით გაზარდა.

– გიორგის გულშემატკივრებს შორის ალბათ გოგონებიც საკმაოდ არიან. არასოდეს გიეჭვიანიათ?

– არ ვარ ბუნებით ეჭვიანი და, საბედნიეროდ, არც ჩემი ქმარი მაძლევს იმის უფლებას, რომ ეჭვიანი გავხდე. მსმენია, რომ ხანდახან სპორტსმენების ცოლები სპორტზეც კი ეჭვიანობენ, მე კი – პირიქით, ყველანაირად ვცდილობ და ვეხმარები, რომ გიორგიმ უფრო წარმატებული ნაბიჯები გადადგას. ეჭვიანობა ადამიანის ძალიან ცუდი თვისებაა.

– არის რაიმე თემა, რაზეც თქვენ და გიორგი კამათობთ ხოლმე?

– პირველ რიგში – კვება. საერთოდ, ჩვენი კინკლაობის მიზეზი ძალიან მარტივი და ყოფითი საკითხებია. ორივეს გვაქვს უნარი, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ როდის უნდა დავთმოთ. თუ კინკლაობას ვიწყებ მე და გიორგი ხვდება, რომ მჭირდება დაცლა, ჩუმად არის და მაცდის. ანალოგიურად ვიქცევი მეც, ჩვენი ჩხუბი ერთ დღეზე მეტს არ გრძელდება.

– ქმრის ნაკლიდან რას აღიარებთ?

– ალბათ მთავარი ნაკლი ის არის, რომ არ შეუძლია ემოციების გამოვლენა. სითბოს გამოხატვაც უჭირს. შეიძლება ძალიან უხაროდეს, მაგრამ ეს მის სახეზე არ ჩანს ხოლმე. მე კი პირიქით – ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერი სახეზე მეტყობა. ვინც კარგად არ იცნობს გიორგის, ყოველთვის მიწევს ახსნა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანია, მუდო და მოსაწყენი სულაც არ არის, როგორ შთაბეჭდილებასაც ტოვებს. გიორგის ნაცვლად მე ორმაგი ემოციის გამოხატვა მიწევს.

– ბავშვზე ჯერ არ ფიქრობთ?

– ამ ეტაპზე ჯერჯერობით შეგნებულად ვარიდებთ თავს. სანამ საბერძნეთში ცხოვრების უფლებას არ მოვიპოვებ, მანამდე ძნელი იქნება ამაზე ფიქრი, რადგან მუდმივად საბერძნეთსა და საქართველოს შორის დავდივარ, სულ ერთი ან ორთვიანი ვიზებით ჩავდივარ. როცა აღარ მომიწევს ხანმოკლე ვიზით სიარული, მაშინ ბავშვის საკითხზეც ავმუშავდებით.

– დამარცხებას როგორ ხვდება გიორგი და ამ დროს თქვენგან რა სჭირდება?

– ამ დროს ძალიან გატეხილია ხოლმე და ვცდილობ, ყველანაირად გვერდში დავუდგე. არასოდეს ვიწყებ საუბარს კრიტიკით, პირიქით, ვამხნევებ, მაქსიმალური აჩვენე–მეთქი. როცა გარკვეული დრო გავა, შემდეგ თავს ვაძლევ უფლებას, დავიწყო მისი თამაშის კრიტიკული შეფასებაც, დავანახო ის შეცდომები, რაც მე დავინახე. ასეთი მიდგომა ორივესთვის კარგია.

. . .

ჩვენი ინტერვიუს მანძილზე გიორგი შერმადინთან დალაპარაკების საშუალება სულ რამდენიმე წამით მოგვეცა მატჩის დასრულების შემდეგ და კითხვაზე, როგორ დაახასიათებდა იგი თავის ცოლს, კალათბურთელმა ასე გვიპასუხა:

– ანი ძალიან მზრუნველი, კარგი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია. მან ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. იმდენს დავყავარ მაღაზიებში, რომ ეს პროცესი შემაყვარა კიდეც. როგორც კი სადმე მაღაზიაში დიდი ზომის ტანსაცმელს წააწყდება, მაშინვე მირეკავს.

ავთო ჩიტიძე



ცნობილი ადამიანები
დეკანოზი გურამ (გურამიშვილი)
ინძაგი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ